კორონავირუსის პანდემიას პოლიტიკურ ფეხბურთად ნუ გადააქცევთ,- ასე გამოეხმაურა WHO-ს საგანგებო პროგრამების ხელმძღვანელი, მაიკ რაიანი CDC -ის ხელმძღვანელის, რობერტ რედფილდისა და დონალდ ტრამპის განცხადებებს.
„მნიშვნელოვანია, გვქონდეს თანმიმდევრული გზავნილები ყველა დონეზე, არა მხოლოდ რომელიმე ქვეყანაში, ან რომელიმე უწყებაში. თანმიმდევრული გზავნილების გაცვლა მეცნიერებასა და მთავრობას შორის“, – განაცადა რაიანმა.
მისი განცხადებით, კორონავისუთან დაკავშირებული მეცნიერება ისედაც საკმაოდ რთული რამეა.
„მნიშვნელოვანია, მთავრობებმა, სამეცნიერო ინსტიტუტებმა ნაბიჯი უკან გადადგან, გადახედონ მტკიცებულებებს და მიაწოდონ ყოვლისმომცველი, მარტივად გასაგები ინფორმაცია, რათა ადამიანებმა შესაბამისი ქმედებების განხორციელება შეძლონ. გასაგებია დაბნეულობა, გასაგებია მათი შფოთვა და შიშები. არ არის საჭირო ამაზე სიცილი და ამის პოლიტიკურ ფეხბურთად გადაქცევა“, – განაცხადა მაიკ რაიანმა.
შეგახსენებთ, რომ CDC -ის ხელმძღვანელმა, რობერტ რედფილდმა აღნიშნა, რომ „კოვიდ-19“-ისგან დასაცავად პირბადე შესაძლოა, ვაქცინაზე უფრო ეფექტიანი იყოს. მოგვიანებით რედფილდის განცხადებაზე კომენტარი აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკეთა და განაცხადა, რომ მისი აზრით, რედფილდი უბრალოდ დაიბნა და ვაქცინა მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი წელს იქნება.











