“ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოვაწერეთ და ხელშეკრულებაში ერთ-ერთი პირველი ვალდებულება არის ამნისტია”, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
„ამიტომ ჩვენ უნდა შევასრულოთ ეს ვალდებულება, მივყვებით ამ გზას. მეორე ამბავია მედიატორების მხრიდან, რომლებიც არიან ამ დოკუმენტის ავტორები, თუ მოხდება რაიმე ცვლილების შეტანა დოკუმენტში, რა თქმა უნდა, ორივე მხარის თანხმობით, მათ შორის ხელისუფლების თანხმობით.
ჩვენ გვახსოვს მათი განცხადება იმის თაობაზე, რომ ისინი ხელს აწერენ დოკუმენტს იმ შემთხვევაში, თუ მასში ცვლილებები აღარ შევა. ამიტომ ეს საკითხი არის ისევ შარლ მიშელის გადასაწყვეტი. ჩვენ ჩვენი ვალდებულებები უნდა შევასრულოთ და ხვალ მივდივართ, რომ დავარეგისტრიროთ კანონპროექტი“, – განაცხადა სამნიძემ.










