ამ წუთებში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შენობაში, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ თავდასხმაში ბრალდებული პირის, ბადრი ესებუას ოჯახის წევრები – მამა, დედა და ძმა იკითხებიან.
„პრაიმტაიმნიუსის“ ინფორმაციით, ჩხრეკა სამართალდამცველებმა ბადრი ესებუას ძმის, ბიძინა ესებუას საცხოვრებელ სახლში ჩაატარეს. სახლიდან მათ გამოიტანეს დალუქული ტომრები და პარკები. პარალელურად, ჩხრეკის სპეცოპერაცია ბადრი ესებუას საცხოვრებელ სახლში, სოფელ ალერტკარშიც ჩატარდა.
ავტორი: თეა შონია











