ზუგდიდში სადაც საქართველოს ბანკში მძარცველს 19-მდე მძევალი ჰყავს აყვანილი ინციდენტი მოხდა. დაპირისპირების შედეგად სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.
ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც პოლიციამ დააკავა, დაკავებამდე „პრაიმტაიმს“ განუცხადა, რომ დაპირისპირება პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა სადაც ერთმანეთს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, გიგი უგულავა და რიგითი მოქალაქე დაუპრისპირდა.
„ყველაფერს არ უნდა პოლიტიკური სარჩულის მიცემა, რა საჭიროა აქ პოლიტიკური ლიდერების მოსვლა, ჩემს დეიდაშვილს ხელი დაარტყა და ამიტომ მივყავარ მე პოლიციას.” განაცხადა ახალგაზრდამ.
მოგვიანებით კი ინციდენტის ადგილზე „ქართული მარშის“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორი გაბედავა მივიდა და კონფლიქტი მასა და უგულავას შორის გაგრძელდა.











