ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალმა, რომელშიც რამდენიმე დღის წინ, თავდამსხმელი შეიჭრა მუშაობა განაახლა.
აღნიშნულ ოფისში მოქალაქეებს უკვე ყველა სერვისის მიღება შეუძლიათ.
შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს აღნიშნულ ბანკში თავდამსხმელი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. თავდამსხმელი ამ დრომდე თავისუფალია.











