კონკრეტული გზავნილები არ ყოფილა, იყო მოლაპარაკებების მესამე რაუნდისთვის მოსამზადებელი წინასწარი შეხვედრა,- ამის შესახებ პარტია “გირჩის” ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ჯაფარიძე, ამბობს, რომ მისი პოზიცია არ შეცვლილა, “გირჩი” კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია და ხელახალ არჩევნებს ითხოვს.
“კონკრეტული გზავნილები არ ყოფილა, იყო შეხვედრა, ჩავთვალოთ, რომ მოლაპარაკებების მესამე რაუნდისთვის მოსამზადებელი წინასწარი შეხვედრა, სადაც ფასილიტატორები ცდილობენ იპოვონ დაახლოების წერტილები ოპოზიციისა და ხელისულფების პოზიციებთან”, – თქვა ზურა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ოპოზიციის წარმომადგენლებს ინდივიდუალურად ხვდება.











