„გირჩის“ ლიდერი ზურა გირჩი ჯაფარიძე პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შესახებ დაანონსებულ აქციაზე საზოგადოებას მისვლისკენ მოუწოდებს.
„აქციამ არ ივარგა; ეგრე ვერაფერს შევცვლით; პოლიტიკოსების გვერდით არ დავდგებით; ცოტა ხალხი იყო; მუხტი არ იყო; ცივა; მაინც არაფერი გამოვა; დავიღალე ამ ერთი და იგივეთი; რა ვქნათ?; გავიქცეთ ქვეყნიდან? ; ამათ დავუტოვოთ? ვინც არ ან ვერ გარბიხართ – დღეს 15.00-ზე კანცელარიასთან ისევ აქციაა. ყველა შეზღუდვა უნდა მოიხსნას, ან დაანახებთ, რომ გაბრაზებული ხართ და არ აპირებთ დამორჩილებას, ან გააგრძელებენ თქვენზე ზრუნვის მოტივით თქვენთვისვე სულის ხდას. მეორე ურჩევნიათ, თან ფულს აკეთებენ“, – წერს ჯაფარიძე სოცქსელში.











