fbpx
13/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით საგარეო უწყება საერთაშორისო ონლაინკონფერენციას უმასპინძლებს

08:37 აგვისტო 7, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
792
ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ონლაინოკნფერენციას უმასპინძლებს. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიება იმართება რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წელთან დაკავშირებით. კონფერენციაზე მოწვეული მაღალი დონის სტუმრები შეაფასებენ რუსეთ-საქართველოს ომის გრძელვადიან ნეგატიურ გავლენას ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე, საუბარი შეეხება ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ გარემოს, მონაწილეები იმსჯელებენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში მშვიდობის უზრუნველყოფისათვის ევროპის აღმოსავლეთ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობაზე.

„კონფერენცია ჩატარდება ორ სესიად. პირველ პანელს გახსნის საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რის შემდეგაც სიტყვით გამოვლენ აშშ-ის კონგრესმენი, წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი; ევროპარლამენტის წევრი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი მარინა კალიურანდი; გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი, ალიანსი 90/მწვანეების წევრი მანუელ სარაცინი და საქართველოს პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია. პირველ პანელზე დისკუსიას მოდერირებას გაუწევს აშშ-ის სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი, ევროპის პროგრამის დირექტორი ჰეზერ კონლი.

მეორე პანელზე კი მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში მთავარი მომლაპარაკებელი, ლაშა დარსალია; გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამეფო ინსტიტუტის (ღUშI) უსაფრთხოების საერთაშორისო კვლევების დირექტორი ნილ მელვინი; საფრანგეთის პოლიტიკური მეცნიერებების ინსტიტუტის პოლიტიკური კვლევის ცენტრის გენერალური მდივანი, „ევრაზია პერსპექტივის“ დამფუძნებელი ფლორან პარმანტიე; გერმანიის კორბერის ფონდის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის დირექტორი ლიანა ფიქსი. მეორე პანელს მოდერაციას გაუწევს „ახალი ევროპელების“ დირექტორი, „რუსეთის მონიტორის“ მთავარი რედაქტორი ოლივიე ვედრინი“, – ნათქვამია  უწყების ინფორმაციაში.

თეგები: რუსეთ-საქართველოს ომი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

კახა კალაძე: კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს ოკუპაცია

აგვისტო 8, 2021
808
მთავარი ამბავი

შეუძლებელია შეეგუო ოკუპაციას, საკუთარ მიწაზე გავლებულ მავთულხლართებს – კახა კალაძე

აგვისტო 8, 2021
975
მთავარი ამბავი

პრეზიდენტი: მინდა, რომ ეს დღე იყოს იმ გმირების დღე, რომელთა თავდადება იყო იმედისთვის თავდადება

აგვისტო 8, 2021
775

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია