ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 437 ნიმუში გაიტესტა, აქედან 8 ადამიანს Covid 19 დაუდასტურდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას განცხადებით, 2 სენაკელი ინფიცირებულის კონტაქია, 3 ფოთის კონტაქტს წარმოადგენს, რომელიც ბათუმის კლასტერს მიეკუთვნება, ხოლო 2 არის ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული და ისინი საბერიოს კლასტერს მიეკუთვნებიან, ხოლო მათგან 1 არის მცირეწლოვანი ბავშვი.
მისივე თქმით, ბათუმში სამუშაოდ მყოფ 2 აბაშელს კოვიდინფექცია ბათუმში დაუდასტურდა.
ყველა მათგანი გადაყვანილია რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ავტორი: თეა შონია











