გრიპი და მსგავსი ინფექციები აგრესიულები ცივ პერიოდში არიან, ასევე ფიქრობენ კორონავირუსთან დაკავშირებით, თუმცა ამ ვირუსმა ერთი რამ აჩვენა, რომ მას სეზონურობა არ ახასიათებს, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.
„საბედნიეროდ, ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსი ნაკლებად აგრესიული გახდა, მაგრამ არა იმდენად, რომ საბოლოო დასკვნები გავაკეთოთ. ზოგადად, ვირუსებს ბუნების ცვლილება ახასიათებს. გრიპი და მსგავსი ინფექციები აგრესიულები არიან ცივ პერიოდში, ამიტომ ასევე ფიქრობენ კორონავირუსთან დაკავშირებით, თუმცა ამ ვირუსმა ერთი რამ აჩვენა, რომ მას სეზონურობა არ ახასიათებს და ზაფხულის პერიოდშიც, ისევე მაღალი იყო დაავადების გავრცელება, როგორიც ცივ პერიოდში. ვიმედოვნებ, რაც დრო გავა, კორონავირუსი უფრო ნაკლებ პრობლემას შეგვიქმნის და ჩვენ საბოლოოდ შევძლებთ და დავამარცხებთ ამ პანდემიას,“ – განაცხადა გოგინავამ.
ასევე ნახეთ: „შიში გამიჩნდა, დიდი რისკია დავვირუსდე” – რას წერს კლინიკის დირექტორი, სადაც კოვიდიანი პაციენტები მკურნალობენ











