აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ უზენაეს სასამართლოში წარდგენილმა, ემი კონი ბარეტმა თეთრ სახლში ფიცი დადო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 48 წლის ბარეტის კანდიდატურას სენატში უყარეს კენჭი. ინფორმაციას DW ავრცელებს.
48 წლის ემი კონი ბარეტს 100 სენატორიდან მხარი 52-მა დაუჭირა.
შეგახსენებთ, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლის კანდიდატურა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გასულ თვეში ცნობილი ამერიკელი მოსამართლე რუთ გინსბურგი გარდაიცვალა.











