აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო თურქეთში უკვე ჩავიდა. როგროც მაიკ პომპეო აცხადებს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ ერთად უნდა იმუშაონ, რათა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში თურქეთის ბოლოდროინდელ ქმედებებს უპასუხონ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„მე და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ვთანხმდებით, რომ თურქეთის ბოლოდროინდელი ქმედებები ძალიან აგრესიული იყო. ევროპამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერთად უნდა იმუშაონ, რათა დავარწმუნოთ ერდოღანი, რომ ასეთი ქმედებები მისი ხალხის ინტერესში არ არის“,- განაცხადა მაიკ პომპეომ ინტერვიუს დროს.
დღეს მაიკ პომპეო საქართველოსაც ეწვევა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ოფიციალურ შეხვედრებს თბილისში ხვალ დილიდან გამართავს. ოპოზიცია პომპეოს ვიზიტის პარალელურად მდუმარე აქციის ჩატარებას გეგმავს.










