აშშ-ში, კოლორადოს შტატში, ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას cnbc-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ვირუსის ახალი შტამი 20 წლის მამაკაცს დაუდასტურდა. მამაკაცი კარანტინში იმყოფება.
„კოლორადოელების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ამ შემთხვევას“, – განაცხადა კოლორადოს შტატის გუბერნატორმა, ჯარედ პოლისმა.
მიმოხილვა: რატომ მიიპყრო კოვიდის ახალმა შტამმა მეცნიერების ყურადღება – რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ











