აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა ოპოზიციის მხარდამჭერების აქციის ფონზე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა უმაღლეს საბჭოსთან ნაგვის ურნები მიიტანეს და სტიკერები წარწერით „ხმების ქურდები“ უმაღლესი საბჭოს შენობასთან გააკრეს.
„ურნები მათი სიმბოლოა, რადგან ეს დეპუტატები სანაგვეზე არიან გასაშვები. მათ გააყალბეს არჩევნები და ჩვენ არ შევეგუებით ამას“,- აცხადებს აქციის მონაწილე „ალტერნატივას“
ხელმძღვანელი ხათუნა ბერიძე.
აქციაზე მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. ერთ-ერთი მოქალაქე აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდა, რომელმაც ნაციონალური მმართველობის პერიოდი შეახსენა მათ.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
შეგახსენებთ, აჭარაში 31 ოქტომბრის არჩევნებში 5% ბარიერი ორმა პარტიამ, „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას“ გადალახა. ოპოზიცია პროტესტის ნიშნად დეპუტატების მანდატზე უარს აცხადებს და ხელახალი არჩევნების მოთხოვნით აქციებს მართავს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











