აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა სოციალური პრობლემების მქონე მოქალაქეებმა აქცია გამართეს და თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა მოითხოვეს.
აქციის მონაწილეებს და მთავრობის ადმინისტრაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ.
მათ განემარტათ, რომ მას შემდეგ, რაც პუნქტობრივად მოხდებოდა საკითხების გავლა და დაზუსტდებოდა მათი მოთხოვნები, პროცესში ჩაერთვებოდა მთავრობის თავმჯდომარე, თუმცა აქციის მონაწილეებმა შემოთავაზებაზე უარი განაცხადეს და შეხვედრა დატოვეს.
მათ რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა სცადეს, რასაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











