აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის სამხედრო ძალების მიერ ქვეყნის უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ ინფორმაციას უარყოფს. ამის შესახებ news.az-ი იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, სომხურ მედიაში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს სომხეთის სამხედრო ძალებმა აზერბაიჯანის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება.
ცნობისთვის, 12 ივლისს აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა.
შეგახსენებთ, რომ ბაქოს და ერევანს წლებია კონფლიქტი აქვთ აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის გარშემო. სომხეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზერბაიჯანის ეს, ძირითადად სომხებით დასახლებული რეგიონი ადრეული 1990-იანი წლების ომით მოიპოვეს. ომს 30,000-მდე ადამიანი შეეწირა. კონფლიქტის გადაჭრის დიპლომატიურ მცდელობებს მნიშვნელოვანი პროგრესი არ მოჰყოლია.
ამ თემაზე ასევე დაგაინტერესებთ – სომხეთი და აზერბაიჯანი საზღვარზე მომხდარ დაპირისპირებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ











