თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ადასტურებს, რომ გარდაცვლილის ავტომობილში წერილებია ნაპოვნი.
ადვოკატი ადასტურებს, რომ ერთ-ერთ წერილში ნამდვილად წერია – „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“.
ადვოკატი სხვა წერილების შინაარსზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ წერილებთან ერთად ამოღებულია მედიკამენტები და სხვა პირადი ნივთები, რომელიც უკვე დაილუქა.
ცნობისთვის, „პრაიმტაიმმა“ ექსკლუზიურად ცნობილი გახდა ბაჩალიაშვილის მანქანაში ნაპოვნი წერილის შინაარსი, სადაც წერია: „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“
„ძალიან ბევრი პატარა წერილია, პატარა ფურცლებია, არ არის დატოვებული ანდერძივით, თითქოს თავის მოკვლას აპირებდა. პატარა ფურცლებზეა ჩანიშნული, გამოიყენეთ ანაბარზე თანხა, ესეცაა დაწერილი. ვის მიმართაა დაწერილი, გასარკვევია. ყოველდღიურად რომ წერ, ეგეთი წერილებია. მაგის კალიგრაფიაც გასარკვევია“, – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი დღეს იპოვეს.
როგორც ცნობილია, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში სამართალდამცველებმა სხვადასხვა ტიპის მედიკამენტი აღმოაჩინეს. მედიკამენტების პოვნის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმაც.
ექსპერტ-კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს ამ წუთებშიც აწარმოებენ. თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყიდან ცოტა ხნის წინ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. წინასწარი ინფორმაციით, ცხედარს ჭრილობები არ აღენიშნება.
ამავე თემაზე:
- „ცხედარი უკანა სავარძელზე იყო“ … თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი საკუთარ ეჭვებს აფიქსირებს
- ვიცოდი, რომ სამსახურიდან უნდა წასულიყო – თამარ ბაჩალიაშვილის კომპანიის დირექტორი გარდაცვლილ პროგრამისტზე
- ოჯახის ადვოკატი – თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმე დღის გარდაცვლილია
- ის, რომ ძიებას ძალისხმევა დააკლეს, ეს არის უნამუსო ტყუილი – გია ვოლსკი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებაზე
- სოფო კილაძე: განცხადებები იმაზე, თითქოს გამოძიება სათანადოდ არ მუშაობს, სიმართლეს არ შეესაბამება
- „ზეგ“-ის პროგრამირების მენეჯერი თამარ ბაჩალეიშვილთან მიმოწერას ასაჯაროებს
- 23 წლის გოგოს შესახებ განცხადება გაავრცელა იმ კომპანიის დირექტორმა, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა.











