ზუგდიდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხარეო მთავარ სამმართველოში ბიძინა ესებუას ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
დაკავებულის ადვოკატების, იოსებ ჯანაშიასა და ხათუნა ჯანაშიას ინფორმაციით, ბრალის წარდგენის შემდეგ, ბიძინა ესებუამ გამოძიების კითხვებს უპასუხა.
„ჩვენებაში დეტალურად განმარტა, თუ სად ეყენა ავტომობილი. სავარაუდოდ, სად განხორციელდა ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალის ჩადება, ასევე აღწერა მისი დაკავების დეტალები. ეს იყო, ჩვენებაში რაც ჩამოაყალიბა,“- განაცხადა ადვოკატმა.
ბიძინა ესებუა ბრალს არ აღიარებს.
ბადრი ესებუას ძმა 12 დეკემბერს დააკავეს. ის ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება.











