ახლა ამას უნდა მოჰყვეს მესამე მოსმენით მიღება, იქამდე პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლება და მაშინ გვექნება ნორმალური ვითარება, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით მიღებას.
„ძალიან კარგი ამბავი მოხდა, ეს აჩვენებს საზოგადოების და საერთაშორისო მომხრეების მხარდაჭერის ძალას, როდესაც ივანიშვილს უწევს თავისით იმის გაკეთება, რაც არ უნდოდა.
ახლა ამას უნდა მოჰყვეს მესამე მოსმენით მიღება, იქამდე პოლიტპატიმარი გიორგი რურუას გათავისუფლება და მაშინ გვექნება ნორმალური ვითარება.
თუ რომელიმე კომპონენტს არ შეასრულებს, ამის ფასს გადაიხდის ბიძინა ივანიშვილი. „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილებამ პირველ მოსმენაზე შესვლის კიდევ უფრო დაუმძიმა მას მანევრის შესაძლებლობა, ამიტომ თავის ხელით აკეთებს იმას, რაც არ უნდოდა,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტში მეორე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.
კანონოპროექტს 115-მდა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“.
ნახეთ, სხვა პოლიტიკური შეფასებები:
- მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმებიდან გავიდა
- „ნაციონალური მოძრაობა“ თავის განშტოებებით, ეს არის კრიმინალური და ანტიდასავლური ძალა – კობახიძე
- „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააძლიერა ქვეყნის სტაბილურობა, უსაფრთხოება და დემოკრატული განვითარება – თალაკვაძე
- კანონპროექტს საფრთხე აღარ ემუქრება – თამარ ჩუგოშვილი
პარლამენტში მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭს ორშაბათს უყრიან.










