“ჩვენ გაჩერების დრო არ გვაქვს”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ოპოზიციის სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, 26 თებერვალს მასშტაბური საპროტესტო მსვლელობის გარდა იგეგმება კიდევ სხვა აქციებიც.
“ჩვენ შევეცდებით, რომ კოლონით გავიაროთ მთელი გზა და შემდეგ უკვე ჩვენი ხმა მივაწვდინოთ ნიკა მელიას, გამოვუცხადოთ ჩვენი მხარდაჭერა, ჩვენი სოლიდარობა, რადგან დარწმუნებულები ვართ, რომ ნიკა ძალიან მალე დატოვებს საპატიმროს.
უახლოესი გეგმა არის 26 თებერვლის აქცია, სადაც შევიკრიბებით ფილარმონიასთან და გავმართავთ მსვლელობას და ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება შემდგომ აქციები. წინასწარ ყველაფერზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გაჩერების დრო არ გვაქვს”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზაალ უდუმაშვილმა “რუსთავი 2-ის” ეთერში.
გუშინ დილით, 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.
სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.
ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.
დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა 21 აქტივისტი დააკავეს.
მხარდამჭერებმა მელიას დაკავება გააპროტესტეს და პარლამენტთან აქცია გამართეს.
აქციის ორგანიზატორებმა მასშტაბური აქცია 26 თებერვალს დააანონსეს.
ნიკა მელიას დაკავების ფაქტის შესახებ დაიწერა საერთაშორისო მედიაშიც.
ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.











