დღეს და ხვალ საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, თამარ კორძაია და ელენე ხოშტარია პარლამენტის წინააღმდეგ“.
საქმე ეხება დადგენილებას, რომლის მიხედვითაც საკანონმდებლო ორგანომ მოსარჩელეებს ვადამდე არ შეუწყვიტა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, რასაც ისინი პირადი განცხადების საფუძველზე ითხოვდნენ. არსებითი განხილვის სხდომა დისტანციურად ჩატარდება.











