საკონსტიტუციო სასამართლოს ახალარჩეულმა თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.
„დღეიდან უფლებამოსილი ვარ შევუდგე მუშაობას და ვეცდები მედიასთან ვიყო გახსნილი და საკონსტიტუციო სასამართლომ ყველა კითხვას გასცეს პასუხი.
მაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობის გამოცდილება. ექვსი წელი ვიყავი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და ვფიქრობ თუ ამას დავუმატებთ, ჩემს აკადემიურ საქმიანობასა და გამოცდილებასაც, ვფიქრობ, შევძლებ წარმოვაჩინო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისი ასპარეზზე“, – განაცხადა ტურავამ.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











