„აღდგეს სამართლიანობა”, „დაგვიბრუნეთ სააკაშვილის ხელისუფლების დროს წართმეული ქონება” – ამ ბანერებით ე.წ „ხოფის ბაზრობის” ყოფილი მეპატრონეების ოჯახის წევრები და ახლობლები პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიან აქციას მართავენ.
როგორც ისინი აცხადებენ, ისინი პრემიერ გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვენ.
„2008 წლის აგვისტოში მამაჩემი დაიჭირეს და მიუსაჯეს 9-წლიანი პატიმრობა, ამ პატიმრობის დროს აიძულეს ხელი მოეწერა თავისი შპს გადაფორმებაზე. კაცი გააკოტრეს და წაგვართვეს ე.წ ხოფის ბაზრობა. პროკურატურაში არის შეტანილი ჩვენი სარჩელი. ახალი მთავრობა დაგვპირდა და გვჯერა ამ დაპირების, რომ ქონებას დაგვიბრუნებდა.
აქ ველოდებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს და გვინდა რომ მივაწვდინოთ ჩვენი ხმა, გაიგოს ჩვენი პრობლემა და დაჩქარდეს ეს საკითხი. 45 დღეა აჭარის მთავრობის სახლთან კარვები გვაქვს გაშლილი, იყო კომუნიკაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, მასთან შეხვედრაც გვქონდა, მან გვითხრა რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას თვითონ ვერ მიიღებდა და ველოდებით ცენტრალური ხელისუფლებისგან სამართლიან გადაწყვეტილებას. გვჯერა რომ პრმეიერი ჩვენს ამბავს გულთან მიიტანს, დარწმუნდება ჩვენს სიმართლეში და მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას” – აცხადებს აქცის ერთ- ერთი მონაწილე გენო ანანიძე.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











