დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განამრტებით, კორონავირუსმა თებერვალ-მარტში ევროპაში მუტაცია განიცადა, რის გამოც, შესაძლოა, უფრო მარტივად გადამდები იყოს.
მისი თქმით, მუტაციაგანცდილი კორონა ახლა შეიძლება ისევ ჩინეთს შეუბრუნდეს.
„სამწუხაროდ, ახლა გამოქვეყნდა მონაცემები. არის მუტაცია, რომელიც თებერვალ-მარტში წარმოიშვა ევროპაში. ვირუსის იმ ნაწილმა განიცადა მუტაცია, რომელიც ემაგრება უჯრედებს და ორგანიზმში შედის. მათი მუტაცია მოხდა და გაუადვილა ვირუსს სხეულში შეღწევა. ეს იმას ნიშნავ,ს რომ ეს შესაძლოა უფრო მეტად გადამდები იყოს, ვიდრე ის, რაც ჩინეთიდან წამოვიდა.
ეს შტამი ახლა ჩინეთს შეუბრუნდა ევროპიდან უკვე და ეს არ არის მთლად კარგი მოვლენა. ვისაც გადატანილი აქვს კორონა მუტაციის გარეშე, შესაძლოა არ ჰქონდეს იმუნიტეტი ისეთ კოროანვირუსზე, რომელმაც მუტაცია განიცადა. ეს პირველი საყურადღებო მუტაცია, რაც განიცადა ვირუსმა“,- განაცხადა იმნაძემ.
ასევე ნახეთ:











