fbpx
05/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ხუხაშვილი „ევროპელებსა“ და „ნაციონალებს“ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში ადანაშაულებს

15:06 ივნისი 23, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.3k
ნახვა

პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში ადანაშაულებს.

როგორც ხუხაშვილმა „პრაიმტაიმთან“ განაცხადა, პარტიებს საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი არ უნდა ეთქვა.

„ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ აქვთ პრეტენზია შეთანხმების შესრულებაზე, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხელის არ მოწერა, მინიმუმ არასახელმწიფოებრივი ფენომენია.

დიდი საკონსტიტუციო პროცესი მხოლოდ მათი მონაპოვარი კი არა, სახელმწიფოს მონაპოვარია, ამ პროცესის საფრთხის დაყენებაში ვერც პოლიტიკურ ლოგიკას ვხედავ და ვერც სახელმწიფოებრიობას“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

კითხვაზე, რეალურად, სურს თუ არა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება?! ხუხაშვილი გვპასუხობს, რომ აღნიშნული უფრო „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესშია.

„რაღაც გაგებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით, შემიძლია დავინახო გარკვეული ლოგიკა, რომ მათ არ აწყობთ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება.

„ევროპული საქართველო“ არ მაქვს მხედველობაში, რადგან  საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება მათ ინტერესებში მაინც და მაინც არ უნდა შედიოდეს.

„ნაციონალური მოძრაობა“ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებით კარგავს მთავარი ოპოზიციური ცენტრის როლს, რაც მათთვის საფრთხის შემცველია. ასე, რომ ამ პროცესში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ინტერესები ემთხვევა“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

 

დღეს, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცა.

ნახეთ, სხვა პოლიტიკური შეფასებები:

  • მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმებიდან გავიდა
  • „ნაციონალური მოძრაობა“ თავის განშტოებებით, ეს არის კრიმინალური და ანტიდასავლური ძალა – კობახიძე
  • „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააძლიერა ქვეყნის სტაბილურობა, უსაფრთხოება და დემოკრატული განვითარება – თალაკვაძე
  • კანონპროექტს საფრთხე აღარ ემუქრება – თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტში მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭს ორშაბათს უყრიან.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე 

თეგები: გია ხუხაშვილინაციონალური მოძრაობა

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა შიმშილობის აქცია შეწყვიტეს

იანვარი 1, 2022
786
პოლიტიკა

სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იკრიბებიან

დეკემბერი 2, 2021
1.6k
პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას გამართავს

დეკემბერი 2, 2021
1k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია