fbpx
06/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„კვლევა ბევრ კითხვას გასცემს პასუხს“ – რამდენმა ადამიანმა გადაიტანა საქართველოში კორონავირუსი?!

11:50 აგვისტო 7, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.2k
ნახვა

საქართველოში კორონავირუსი მთლიანი მოსახლეობის 1%-ზე ნაკლებმა გადაიტანა – მიიჩნევს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა. როგორც მან „პრაიმტაიმნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, მასშტაბური კვლევა, რომელიც დაადგენს, რამდენმა ადამიანმა გადაიტანა კორონავირუსი,  ბევრ საინტერესო კითხვას გასცემს პასუხს.

ალექსანდრე გოგინავა: რამდენ პროცენტს აქვს საქართველოში კორონავირუსი გადატანილი, ამის თქმა რთულია – იქედან გამომდინარე, რომ ჩვენთან ამ დაავადების მაღალი გავრცელება არ იყო, ვთვლი, რომ კორონავირუსი მოსახლეობის 1%-ზე ნაკლებს ექნება გადატანილი, მაჩვენებელი უფრო მაღალი არ იქნება.  ეს ჩემი მოსაზრებაა და რეალურად, როგორი შედეგი იქნება, ამას კვლევა აჩვენებს.

-რატომ  არის საჭირო დადგინდეს, რამდენმა ადამიანმა გადაიტანა კორონავირუსი?

-ქვეყნებში, სადაც საშუალება არსებობს, კვლევები ტარდება. ამ კვლევების ჩატარება საჭიროა, რათა ვიცოდეთ, რამდენმა ადამიანმა გადაიტანა კორონავირუსი, რამდენ ადამიანთან განვითარდა ანტისხეულები, რომლებიც კორონავირუსთან დაკავშირებით, დამცველობით ფუნქციას ასრულებენ.  ასევე, შესაძლებელია, რომ კვლევის შედეგად გავიგოთ, რამდენ ხანს რჩება ანტისხეულები ადამიანის ორგანიზმში და რა ხანგრძლივობის იმუნიტეტი ყალიბდება კორონავირუსის გადატანის შემდეგ.

-როგორ შეაფასებთ ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას? -დღეს საქართველოში ვირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა წინა დღეებში უფრო მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდებოდა.

-ორ ათეულამდე ახალი შემთხვევების დაფიქრება ეპიდსიტუაციას რადიკალურად არ ცვლის. ამ ეტაპზე ჩვენთან კვლავ რჩება სტაბილური ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. თუ ქვეყანაში იქნებოდა ყოველდღიური მზარდი შემთხვევები, მაშინ შესაძლოა, გვეფიქრა, რომ სიტუაციის გამწვავება მოსალოდნელია. ჩვენ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში, შემოდგომამდე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შენარჩუნებას მოვახერხებთ.

-ეპიდსიტუაციის მხრივ, რას უნდა ველოდოთ შემოდგომაზე?

-ეს ძალიან რთული კითხვაა – ამ კითხვაზე პასუხი, ალბათ, დედამიწის ზურგზე არავის აქვს. ეპიდსიტუაციის გამწვავება ან გაუმჯობესება დამოკიდებულია თავად ვირუსის ქცევაზე. ვირუსმა, შესაძლოა, ბუნება შეიცვალოს და უფრო აგრესიულ გახდეს ან პირიქით.

ასევე, რა იქნება შემოდგომაზე, ეს დამოკიდებულია, რამდენად სწრაფად გვექნება ეფექტური ვაქცინა, რომელიც მთავარი ბრძოლის იარაღია სწრაფად გავრცელებადი ინფექციების წინააღმდეგ. შემოდგომაზე თეორიულად შესაძლებელია, რომ ახალი შემთხვევების რაოდენობამ მოიმატოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს რესურსი, რომ ვირუსის გავრცელება კონტროლირებადი იყოს.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე 

თეგები: ალექსანდრე გოგინავა

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

გოგინავა: თუ იდეალურად დავიცავთ წესებს, დაახლოებით ორ კვირაში ჩვენთან უკვე ნელ-ნელა დაიწყება ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია

აგვისტო 17, 2021
773
საზოგადოება

ინფექციონისტის განცხადებით, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები უნდა დაწესდეს

აგვისტო 5, 2021
815
საზოგადოება

გოგინავა: შეიძლება კორონავირუსი სეზონური გახდეს

იანვარი 22, 2021
1k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია