ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი” ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალში შვედურ „როზენგორს“ დაუპირისპირდება. გურული კლუბის მეტოქე უეფას მიერ ჩატარებულმა კენჭისყრამ გამოავლინა.
1/16-ფინალის პირველ მატჩს „ლანჩხუთი“ 9-10 დეკემბერს საქართველოში, განმეორებითს კი 15-16 დეკემბერს სტუმრად, შვედეთში გამართავს.











