ლანჩხუთში, მიტოვებულ შენობაში არასრულწლოვანი ბიჭის ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის ცხედარი ექსპერტიზაზეა წაღებული, ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.











