გურიის რეგიონში სასწრაფოს დაინფიცირებული ექიმების რიცხვი იზრდება. ამჯერად, ლაჩხუთის სასწრაფო დახმარების ბრიგადის 4 თანამშრომელს დაუდასტურდა კოვიდინფექცია.
ეს ინფორმაცია „პრაიმტაიმნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ დაუდასტურა.
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების 4 თანამშრომელი გვყავს ინფიცირებული. ყველა მათი კონტაქტი მოკვლეულია და დანარჩენ თანამშრომლებს, 72 საათში ერთხელ გაუკეთდებათ ტესტირება.“- გვითხრა მჟავიამ.
სასწრაფოს ექიმების დაინფიცირების 5 შემთხვევა კი გუშინ ოზურგეთში დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი – 1928 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან გურიაში 35 ინფიცირებულია.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი










