fbpx
24/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მამა, რომელსაც აგვისტოს ომში ორი შვილი დაეღუპა, სტრასბურგის ვერდიქტზე საუბრობს

00:40 იანვარი 22, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.9k
ნახვა

2008 წლის აგვისტოს ომში, მისი ორი შვილი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ქართული მიწის განუყოფელობას შეეწირა. ძნელია იმ განცდების გადმოცემა, რომელიც მურაზ რომელაშვილის მოსმენისას გამიჩნდა… ღირსებით სავსე შვილმკვდარ მამას ვესაუბრებოდი, რომლისთვისაც ქართული სახელმწიფო უზენაესია. ამბობს, რომ დღეს ყველაზე მეტად გახარებულია, რადგან სტრასბურგში საქართველოსთან ერთად მისმა ბიჭებმა გაიმარჯვეს…

მურაზ რომელაშვილი დეოკუპაციის პროცესის დაწყებას ელოდება. ის ცხინვალში აუცილებლად შევა, შევა გამარჯვებულ საქართველოსთან ერთად…

„ჩემთვის სტრასბურგის განაჩენის მოსმენა, ჩემი შვილების გამარჯვებას ნიშნავს, რასაც ისინი შეეწირნენ, რისთვისაც ისინი იბრძოდნენ… მართალია, ჩემი შვილები დაიღუპნენ, მაგრამ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ გაიმარჯვა და მათთან ერთად, ჩემმა ბიჭებმაც გაიმარჯვეს. გმირების მამის სტატუსი ჩემვის იმას მანიშნებელია, რომ დავბრუნდებით ჩვენს ცხინვალში. ჩემი შვილები ცხინვალში დაიბადნენ და ცხინვალში დაიღუპნენ.

მჯერა, რომ მალე დეოკუპაციას მოვესწრები და ცხინვალში დავბრუნდები. იმ ადამიანებს, ვინც საქართველოს და მასთან ერთად მებრძოლ ბიჭებს ცხინვალზე თავდასხმაში ადანაშაულებდა, ვეტყოდი, რომ ბოლოს და ბოლოს, ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველოს რუსეთი დაესხა თავს და ჩვენ, თავი დავიცავით. ჩემი ბიჭების ნაირები სამშობლოს იცავდნენ.“ – ამბობს გმირი რომელაშვილების მამა.

ძმები, გია და გელა რომელაშვილები, როცა ცხინვალიდან დევნილები გახდნენ, 1991 წელი იყო, მაშინ გია 11 წლის იყო, გელა 7-ის. დევნილი ძმები  მშობლიურ ქალაქში 17 წლის შემდეგ, 2008 წლის 8 აგვისტოს დაბრუნდნენ, დაბრუნდნენ სამუდამოდ… მათ იქ დალიეს სული, სადაც დაიბადნენ… ძმები საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2004 წლიდან ირიცხებოდნენ. გია ოცმეთაური იყო, გელა ოცეულის მემიზნე. ცხინვალში, სატანკო კოლონას წინ 406-ე ტანკი მიუძღოდა, რომელშიც ორ ჯარისკაცთან ერთად მეთაური გია რომელაშვილი იმყოფებოდა. უკან გელას ტანკი მიჰყვებოდა. გია რომელაშვილმა მის უკან მომავალი ტანკების აფეთქება ვერ გაიგო და გზა გააგრძელა, მისი კვალი აქედან იკარგება.

 

 

რაც შეეხება გელას, აფეთქების შემდეგ, ტანკიდან ამოსვლა მოახერხა, ახლომდებარე შენობაში შევარდა, თუმცა იქ რუსებისა და ოსების შტაბი აღმოჩნდა, ტყვედ აიყვანეს, აწამეს და შემდეგ მოკლეს.

 

 

2008 წლის 25 დეკემბრამდე ორივე ძმა უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, დნმ-ის ანალიზის შემდეგ გაირკვა, რომ ოკუპაციის ზონიდან გადმოსვენებული ბოლო 10 ჯარისკაცის ცხედრიდან ერთ-ერთი გელა რომელაშვილის იყო.

გიას სამუდამო განსასვენებელი კი… სიკვდილის შემდეგ ძმები რომელაშვილები ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის მედლით დაჯილდოვდნენ. 2016 წელს გორის ერთ-ერთ ქუჩას ძმები რომელაშვილების სახელი მიენიჭა. 2011 წელს კი, ვერხვების დევნილთა დასახლებაში, მათი სახელობის სკვერი გაიხსნა.

 

 

 

თეგები: გმირი რომელაშვილებირუსეთ-საქართველოს ომი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

კახა კალაძე: კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს ოკუპაცია

აგვისტო 8, 2021
808
მთავარი ამბავი

შეუძლებელია შეეგუო ოკუპაციას, საკუთარ მიწაზე გავლებულ მავთულხლართებს – კახა კალაძე

აგვისტო 8, 2021
975
მთავარი ამბავი

პრეზიდენტი: მინდა, რომ ეს დღე იყოს იმ გმირების დღე, რომელთა თავდადება იყო იმედისთვის თავდადება

აგვისტო 8, 2021
775

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია