მინსკში, გუშინ, 1 ნოემბერს გამართული საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველებმა 200-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საპროტესტო აქციების მეორე ტალღა 25 ოქტომბრიდან მას შემდეგ განახლდა, რაც ოპოზიციის მიერ ბელარუსის მთავრობისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა უშედეგოდ ამოიწურა.
100 000-მდე ადამიანი ისევ ქუჩაში – ვითარება ბელარუსში, სახალხო ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ











