fbpx
20/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„მისგან ელოდებიან, რომ ის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს“ – CNN-ი პომპეოს საქართველოში ვიზიტზე

13:28 ნოემბერი 15, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
867
ნახვა

მაიკ პომპეომ 13 ნოებერს ამერიკის შეერთებული შტატები დატოვა და ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთს, თურქეთს, საქართველოს, ისრაელს, არაბთა გაერთიანებული საამიროებს, ყატარსა და საუდის არაბეთს ეწვევა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში 17-18 ნოემბერს შედგება.

მაშინ, როდესაც პომპეო დაგეგმილი ვიზიტების განხორციელებას იწყებს, აშშ-ში შემდეგი სიტუაციაა: დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარს ამბობს, პარალელურად თეთრ სახლში კორონავირუსით ინფიცირებული წევრების რიცხვი იზრდება.

შვიდივე ქვეყანამ, რომელსაც პომპეო დაგეგმილი ვიზიტების ფარგლებში ესტუმრება, ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა.

თავად აშშ-ს სახელმწიფო მდივანი არჩევნებში ბაიდენის გამარჯვებას არ აღიარებს.

CNN-ის ინფორმაციით, ამ პოზიციის ახსნა პომპეოს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის სატელეფონო საუბრისას მოუწია.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პომპეოს ჰკითხა, რატომ არ აღიარებდა არჩევნების შედეგებს.

როგორც გამოცემა წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, პომპეოს თქმით, ხელისფულების გადაცემის პროცესს დრო სჭირდება, ასევე საჭიროა შტატებში არჩევნების შედეგები საბოლოო დამოწმდეს.

„პომპეოს საქართველოში ვიზიტის პერიოდში, შესაძლოა, კიდევ ერთხელ მოუწიოს ამ პოზიციის ახსნა, რადგან იქ მისგან ელოდებიან, რომ ის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი და მისი წარმომადგენლები კვლავ განაგრძობენ იმის მტკიცებას, რომ არჩევნებში მან გაიმარჯვა,- წერს CNN-ი.

როგორც CNN-ი იუწყება, თურქეთში დაგეგმილი ვიზიტის დროს პომპეო აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს შეხვდება და რელიგიური თავისუფლების საკითხებს განიხილავს. თუმცა, როგორც გამოცემა წერს, „ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრეზიდენტმა მისთვის დრო ვერ გამონახეს“.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში ნათქვამი იყო – „აშშ-სთვის უფრო შესაფერისი იქნებოდა, პირველ რიგში, სარკეში ჩაეხედა და შესაბამისი გულისხმიერება გამოეჩინა ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში ხდება. ისეთი საკითხების მიმართ, როგორისაა რასიზმი, ისლამოფობია და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები“.

ასევე, როგორც CNN-ი იტყობინება, პომპეო  ისრაელში ვიზიტის ფარგლებში მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირს (West Bank) ეწვევა.

West Bank-ზე დასახლებები საერთაშორისო სამართლის თანახმად არაკანონიერად არის მიჩნეული. აშშ-ს არცერთი სახელმწიფო მდივანი ამ ტერიტორიას არასდროს სწვევია. პომპეო იქნება პირველი, რომელიც ამას გააკეთებს. ვიზიტის დროს პომპეო შეხვდება ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბინიამინ ნეთანიაჰუსაც.

საფრანგეთში ვიზიტის დროს პომპეო განიხილავს ისეთ საკითხებს როგორებიცაა, ტრანსატლანტიკური ერთიანობა და გლობალური საფრთხეები, განსაკუთრებით ტერორიზმი.

 

მაიკ პომპეო და საქართველო – გზავნილები და განცხადებები 2018 წლიდან დღემდე

თეგები: მაიკ პომპეო

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

მოვითხოვთ ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას – მაიკ პომპეო 

იანვარი 18, 2021
834
მთავარი ამბავი

მაიკ პომპეო კორონავირუსის გაჩენას ჩინურ ლაბორატორიებს უკავშირებს

იანვარი 16, 2021
833
მთავარი ამბავი

Reuters: პომპეომ ევროპაში ვიზიტი მას შემდეგ გააუქმა, რაც ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს

იანვარი 13, 2021
854

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია