fbpx
17/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მნიშვნელოვანი ცნობები მაიკ პომპეოს შესახებ

11:12 ნოემბერი 17, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
3k
ნახვა

2018 წელს დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი თანამდებობიდან გადააყენა და მის ნაცვლად დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს (CIA) დირექტორი, მაიკ პომპეო დანიშნა.

პომპეომ სახელმწიფო მდივნის ფიცი  2018 წლის 26 აპრილს დადო. ის აშშ-ს ისტორიაში პირველი ადამიანია, რომელსაც ამერიკის ისტორიაში ზემოთ აღნიშნული ორივე უმსხვილესი თანამდებობა ეკავა.

დონალდ ტრამპის თქმით, ის და მაიკ პომპეო „თითქმის ერთნაირად აზროვნებენ“.

„ჩვენს შორის არსებული ქიმია თავიდანვე იგრძნობოდა“,- უთხრა ჟურნალისტებს დონალდ ტრამპმა.

მაიკ პომპეოზე ხშირად ამბობენ, რომ ის დონალდ ტრამპის შეხედულებებს სამყაროზე სრულად იზიარებს. კერძოდ, ჯერ კიდევ დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს (CIA) დირექტორად ყოფნის პერიოდში მაიკ პომპეო დონალდ ტრამპის პოლიტიკას მუდმივად იცავდა. თეთრ სახლში გამართული სადაზვერვო ბრიფინგების მანძილზე პომპეო ტრამპთან მჭიდრო ურთიერთობებს თანდათან ამყარებდა.

სანამ პომპეო სახელმწიფო მდივანი გახდებოდა, მან გაიზიარა ტრამპის თვალსაზრისი ისეთ საკითხებზე როგორებიც იყო – ტერორისტული ორგანიზაციები,  ირანის ბირთვული შეთანხმება, საიმიგრაციო პოლიტიკა..

„თუ ვინმე სახეში მუშტს დაგარტყავს, ვერ გაიქცევი, რადგან მათ შეიძლება კიდევ ერთხელ დაგარტყან“, – სწორედ ამ ფრაზით ახსნა 2013 წელს მაიკ პომპეომ ის, თუ რატომ უნდოდა შუა აღმოსავლეთში აშშ-ს სამხედრო ძალების შენარჩუნება. მიუხედავად იმისა, რომ ბარაკ ობამას გადაწყვეტილებაში – ავღანეთიდან ჯარი გაეყვანა, დადებით მხარესაც ხედავდა, პომპეომ თქვა:

„თუ მათ ბრძოლა წამოიწყეს, უნდა გააგრძელო მათთან შებრძოლება. კიდევ არსებობენ რადიკალი ისლამისტი ტერორისტები, რომელთაც ჩვენი მოკვლა სურთ“.

თუმცა, გარკვეულ საკითხებში პომპეოს შეხედულებები ტრამპის შეხედულებებს უპირისპირდება. ყველაზე მეტად მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა აშშ-რუსეთის ურთიერთობებთან მიმართებაში იკვეთება.

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ქალაქ უიჩიტოში სიტყვით გამოსვლისას პომპეომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციაზე საუბრისას შემდეგი კითხვა დასვა: “რა სასჯელი დაუწესეს ვლადიმირ პუტინს ამის გამო? კი, ობამას ადმინისტრაციამ პუტინს გარკვეული სანქციები დაუწესა, მაგრამ ეს საკმარისია? არიან ისეთებიც, რომლებიც იტყვიან – ეს ჩვენი პრობლემა არ არის უკრაინა, შმუკრაინა, რომელსაც ჩემი შვილები რუკაზეც ვერ პოულობენ. თუმცა, გარწმუნებთ,  ვლადიმირ პუტინის დღის წესრიგში პირველ ადგილს ევროპის შეცვლა იკავებს”.

ამავე გამოსვლაში პომპეომ ისაუბრა, თუ როგორ უნდა დაპირისპირებოდნენ რუსეთს, სამხედრო შურისძიების გარეშე. პომპეიმ ისაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორებიც იყო რუსი ტურისტებისა და სტუდენტებისთვის აშშ-ს ვიზებზე უარის თქმა, უკრაინისთვის ბუნებრივი გაზისა და ნედლი ნავთობის მიყიდვა, რათა ისინი რუსეთზე დამოკიდებულები აღარ ყოფილიყვნენ.

ასევე, ამ პერიოდში, პომპეო ხშირად აღნიშნავდა, რომ აშშ-ს პოლიტიკურ სისტემაზე თავდასხმები ვლადიმირ პუტინისგან მოდიოდა. განსხვავებით ტრამპისგან, რომელიც აშშ-ს არჩევნებში რუსეთის ჩარევის კვალს უარყოფდა.

„სწორედ ვლადიმერ პუტინია ის, ვინც ცდილობს ამერიკა მსოფლიოს მე-3 ქვეყნად აქციოს“, – ამბობდა პომპეო.

თუმცა, როგორც Theatlantic-ი აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც მაიკ პომპეომ ტრამპთან დაიწყო მუშაობა, რუსეთის მიმართ მსგავსი რიტორიკა შეარბილა. თუმცა, სხვა საკითხებთან მიმართებაში მისი დამოკიდებულება არ შეცვლილა.

 

ABC Radio-ს ცნობით, მაიკ პომპეო, რომელიც სენატორ ტომ კოტონთან ერთად ჩართული იყო ირანთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში, წამოაყენა იდეა, რომ “შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა განიხილონ ირანის ბირთული ობიექტებზე თავდასხმის შესაძლებლობა”.

პომპეოს თქმით, ირანისთვის ბირთული საქმიანობის შეზღუდვა მხოლოდ დროებით შეაფერხებდა ბირთული იარაღის წარმოებას. ხოლო სანქციების მოხსნით მიღებული ე.წ. ეკონომიკური შვება, რომელსაც ამ შეთანხმებით ქვეყანა მიიღებდა, ირანს  ტერორიზმის დაფინანსების გაზრდასა და საკუთარი გავლენების, ერაყში, სირიაში, იემენსა და ლიბანში გაფართოებაში დაეხმარებოდა.

„ობამას ადმინისტრაციამ ვერ მოახერხა, რომ დაესრულებინა ირანის ბირთული პროგრამა. ეს არ არის საგარეო პოლიტიკა, ეს დანებებაა“,- ამბობდა პომპეო.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში  აშშ-მ ირანის ბირთვულ შეთანხმება დატოვა.

ასევე, კონგრესში ყოფნის პერიოდში პომპეომ ანტი-მუსლიმ აქტივისტებთან დაამყარა კავშირი. ასევე,  წარმოადგინა მასობრივი თვალთვალის პროგრამა და სირიაში აშშ-ს სამხედრო ჩართულობას მხარი დაუჭირა.

პომპეო ამტკიცებდა, რომ ამერიკელების ჩარევა სირიაში იმისთვის იყო საჭირო, რომ მათ თავიანთი ძალის დემონტრირება მოეხდინათ.

„რაც ხდება დამასკოში, მხოლოდ იქ არ რჩება, რამდენადაც არ უნდა მინდოდეს მე ეს. ამერიკის ჯარების გამოყვანა ფაქტობრივად ნიშნავს მიდგომას,  – გაძლევთ უფლებას, დახოცოთ ერთმანეთი“,- განაცხადა პომპეომ.

პომპეოს სურდა ეჩვენებინა, სირიაში მიმდინარე კონფლიქტი როგორ ამყარებდა  ტერორიზმსა და მიგრაციას ფესვებს და როგორ დიდ ზეგავლენას ახდენდა ეს ყველაფერი მსოფლიოზე.

 

მომზადებულია theatlantic.com-ის მიხედვით.

ავტორი: ნინი ტაველიძე

 

ასევე საინტერესო: მაიკ მომპეო და საქართველო

 

მაიკ პომპეო და საქართველო – გზავნილები და განცხადებები 2018 წლიდან დღემდე

თეგები: მაიკ პომპეო

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

მოვითხოვთ ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას – მაიკ პომპეო 

იანვარი 18, 2021
832
მთავარი ამბავი

მაიკ პომპეო კორონავირუსის გაჩენას ჩინურ ლაბორატორიებს უკავშირებს

იანვარი 16, 2021
833
მთავარი ამბავი

Reuters: პომპეომ ევროპაში ვიზიტი მას შემდეგ გააუქმა, რაც ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს

იანვარი 13, 2021
853

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია