სამოქალსირცაქო მოძრაობა „სირცხვილია” ბათუმში აქციას გამართავს.
„სირცხვილიას” ერთ-ერთი ლიდერის ზუკა ბერძენიშვილის განცხადებით, მისი გუნდის წევრები “სირცხვილიას” ოფისში განვითარებულ მოვლენებს ხელისუფლებას არ შეარჩენენ.
„ბათუმში, „სირცხვილია“ შტაბში ჩვეულებრივი სადამსჯელო ღონისძიება იყო. შევარდნენ, სცემეს, ძირს დაყარეს, გაუგონარ სცენარს ჰქონდა ადგილი. ადვოკატები უკვე ჩაერთვნენ, ჩვენც მივდივართ ბათუმში და ამას იქ ძალიან მწვავედ გავაპროტესტებთ. ვნახავთ პასუხისმგებელ პირებს და აუცილებლად მოვთხოვთ პასუხს ამ გაუგონარ ქმედებებზე”, – აღნიშნა ზუკა ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, მოძრაობა “სირცხვილიას” წევრები აცხადებენ, რომ სამართალდამცველები შენობაში, სადაც ორგანიზაციაა განთავსებული, შევიდნენ და ადამიანები დააკავეს. მათივე ინფორმაციით, დაკავებულია 5 ადამიანი.











