ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა “პრაიმტაიმნიუსთან” საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოში არსებული ეპიდსიტუაცია სტაბილურია, თუმცა ვირუსის გავრცელების ტენდენცია ყურადღებას მოითხოვს. მისივე თქმით, საქართველოში ყოველდღიურად 600-700 ახალი შემთხვევის დაფიქსირებას სამედიცინო სექტორი ვერ გაუძლებს, ამიტომ ინფექციონისტი მოსახლეობას რეკომედაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
”ბოლო დღეების განმავლობაში, დაახლოებით, ერთნაირი რაოდენობის ახალი შემთხვევები ფიქსირდება – 300-ის ფარგლებში. ცუდია, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესდა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ვითარება მაინც სტაბილურია. ვირუსის შემთხვევების ზრდა არ არის კატასტროფული.
მე მაქვს იმის განცდა, რომ მომავალ დღეებში ვირუსის რაოდენობა არ გაორმაგდება, გასამაგდება და ვითარება მეტ-ნაკლებად სტაბილური იქნება. ზოგადად, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა სტაბილურია, კლინიკები სავსეა პაციენტებით, რაც კლინიკური სექტორის სრულ ჩართულობას მოითხოვს. თუ ეპიდსიტუაცია გასცდა 600-700-სს, ეს სიტუაციას კიდევ უფრო გააუარესებს”- განაცხადა გოგოინავამ
ფორმაციისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.











