საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, არ არის გასაკვირი, რომ მონაზონი სოსანა მარტვილის წმინდა ნინიოს მონასტერში არ შეუშვეს.
მან აღნიშნა, რომ მონასტრებთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას ეპარქიის მმართველი იღებს.
“მას განუსაზღვრეს გარკვეული მონასტერი, იმ მონასტრიდან გაათავისუფლეს. ეპარქიის მოქმედი მმართველი იღებს ყველა გადაწყვეტილებას მონასტრებთან დაკავშირებით. მას განუმარტეს რომ სხვა მონასტერში უნდა გადასულიყო. დანარჩენი, იქ რომ არ შეუშვეს, მაგის მერე არ არის საკვირველი,”-აცხადებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
შეგახსენებთ, რომ მონაზონმა სოსანამ მორჩილ ნინოსთან ერთად ღამე სხვა მონასტერში გაათენა, რადგან თბილისიდან დაბრუნების შემდეგ, მონასტერში შესვლის უფლება არ მისცეს.











