fbpx
12/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ნაციონალები ლიდერის გარეშე, თავდასხმა ელჩებზე და მეხუთე რაუნდის მოლოდინი – არაპროგნოზირებადი პოლიტიკური ამინდი საქართველოში

14:54 დეკემბერი 15, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.9k
ნახვა

მოლაპარაკებების უშედეგო ოთხი რაუნდისა და გაჭიანურებული მეხუთე რაუნდის ფონზე, ოპოზიციურ პარტიებში დიდი არეულობა დაიწყო. მაშინ როცა, ოპოზიცია მეხუთე რაუნდს ელოდებოდა, დღეს დილით,15 დეკემბერს,  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ გაავრცელა განცხადება, რომ პარტიას ტოვებს და ვერ იქნება იქ, სადაც შეცდომებზე სწავლა არ შეუძლიათ.

„პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მე არ შემიძლია ვიყო იქ, სადაც ვერ ვხედავ შეცდომებზე სწავლის შესაძლებლობას და სურვილს. შეიძლება ვცდები. მივენდოთ მომავალს. ვფიქრობ, რომ ჩვენ მომავალი ძალიან მალე განგვსჯის“.

ვაშაძემ ასევე დაგმო ელჩებზე თავდასხმაც, რომელიც რამდენიმე დღეა არ წყდება ოპოზიციური სპექტრის მხრიდან.

„შეუძლებელია ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია, რომელიც გაუგებარია ვინ და რა მიზნით წამოიწყო. ამით ადგება უდიდესი ზიანი საქართველოს ურთიერთობებს აშშ-სთან, ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან“.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გრიგოლ ვაშაძის განცხადებას აფასებენ, ნაწილი აკრიტიკებს, ნაწილს კი მისი ესმის.

რომან გოცირიძე ამბობს, რომ ვაშაძემ პარტიას მოუტანა ყველაფერი, მაგრამ არაფერი წაუღია.

ახლა პარტიაში დარჩენილებმა მომავალი ლიდერი უნდა აირჩიონ.

პარალელურად, მმართველი პარტია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) მიერ „ხმების პარალელური დათვლის“ (PVT) შედეგების შეცვლის ფაქტის გამო, ბოდიშის მოხდას ითხოვს როგორც ოპონენტებისგან, ასევე მესამე სექტორისგანაც.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ როცა გაირკვევა, როგორია პარლამენტის შემადგენლობა, უკვე ეცოდინებათ რა იქნება მათი პოზიცია, რომ ეს საკითხი პარლამენტში იყოს გამოძიებული.

პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, მოლაპარაკებები გრძელდება და მეხუთე რაუნდი აუცილებლად გაიმართება.

„ყველა პოლიტიკურმა ძალამ და პარტიამ დაადასტურა, რომ მზად არიან, განაგრძონ მოლაპარაკებები, ჩვენი პოლიტიკური პარტიის ძალიან ნათელი პოზიციაა, რომ მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია და ჩვენ ამ მოლაპარაკებებიდან უნდა გამოვიტანოთ  საუკეთესო შეთანხმება, რომელიც ამ ქვეყანას წაიყვანს წინ. თქვენ იცით, რა მოთხოვნებიცაა. საბოლოო ჯამში რაზეც შევთანხმდებით ოპოზიცია და ხელისუფლება, ის იქნება შეთანხმებაში“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

აზრი არ აქვს აქვს იმ ადამიანების ფასილიტაციით მოლაპარაკებებს, რომლებიც ვერ ხედავენ ვერანაირ სხვა ვერსიას, პარლამენტში შესვლის გარდა,-ამის შესახებ ნიკა გვარამიამ ქართულ პოლიტიკურ პროცესებში ელჩების, კერძოდ კი, აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების, როლზე საუბრისას განაცხადა.

მან ელჩები მწვავედ გააკრიტიკა და თქვა, რომ ეს ელჩები ბოდიშს მოიხდიან ანტიქართული ქცევის გამო.

გარდა ამისა, გვარამია დეგნანი კიევში დარეკვის გამო გააკრიტიკა:

„ვინ ეკითხება კელი დეგნანს, მიხეილ სააკაშვილი სად დაინიშნება. ვინ დაავალა მას ამ ზარის განხორციელება და როგორ გაბედა საერთოდ ამის გაკეთება. ვის თამაშს თამაშობდა, როცა ამას შვრებოდა. 

რომელ მიხეილ სააკაშვილზეა ლაპარაკი ქალბატონო დეგნან, რომელიც პირდაპირ ხაზზე იყო ამერიკის პრეზიდენტთან, როგორც თანასწორთან, იმ მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესებით აშშ-ის მოთხოვნასაც არ დაემორჩილა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაერთიანებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით,  “ელჩი შემსრულებელია, როცა პოლიტიკური დაკვეთაა”.

„ნიკა გვარამია პატრიოტი ადამიანია, იბრძვის მარტო და მას გვერდში დგომა სჭირდება. ნიკა გვარამიას ანტიამერიკელობა არ გაიშვას. მინისტრობიდან გაგვექცა ისე უნდოდა ამერიკაში სწავლა. ამერიკის წარმოუდგენელი ფანია. გუშინ კი აკრიტიკებდა ნიკა ამერიკის ელჩს, მაგრამ ამერიკის ელჩის გამონათქვამებითაც ჩანს, რომ არჩევნები გაყალბდა. საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტებმა თქვეს ძალიან მკვეთრად, რომ არჩევნები გაყალბდა. ნუ მოვთხოვთ იმ ხალხს, რომ ჩვენ მაგივრად რაღაც გააკეთოს. ივანიშვილის დიდი კრახია, რომ ყველამ გაიგო, არჩევნები გაყალბდა და “ბუტკაში” ხალხი ფულით ვერ შეათრია. მისი კრახია, რომ იდეოლოგიური ბრძოლა მთლიანად წააგო. ახლა უკვე ტექნიკის საკითხია და ეს ერთობლივად უნდა გამოვიმუშაოთ”, – განაცხადა სააკაშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის  რადიკალური განცხადებები პოლიტიკური პროცესის განვითარებას ხელს არ უწყობს.

„მიხეილ სააკაშვილის რადიკალური განცხადებები ნამდვილად არ უწყობს ხელს პროცესის განვითარებას და მე სკეპტიკური დამოკიდებულება მაქვს იმ პოზიციებთან დაკავშირებით, რასაც ის იკავებს ხოლმე ქვეყანაში მიმდინარე პროცესზე. უფრო უკეთესი იქნება, ცოტა ხანი თუ გაეშვება ამ პროცესს და მისცემს საშუალებას საქართველოში მყოფ მის თანაგუნდელებს მიიღონ აქტიური მონაწილეობა მოლაპარაკებების პროცესში“, – განაცხადა ვაშაძემ.

„ლელო-საქართველოსთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე უარყოფს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის,  მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ “ქართული ოცნება“ პარლამენტში შესვლის ნაცვლად, ოპოზიციონერ დეპუტატებს 2-დან 3 მილიონამდე დოლარს სთავაზობდა.

„მგონი, მიხეილ სააკაშვილს უნდა ჰკითხოთ ამასთან დაკავშირებით. ჩემი მხრიდან აბსოლუტურად უადგილოა ასეთ საკითხებზე თუნდაც კომენტარის გაკეთება. ჩემს პარტიაში მოსყიდვის მცდელობა, რა თქმა უნდა, არ ყოფილა“,– განაცხადა ხაზარაძემ.

გიორგი ვაშაძე კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელს მადლობას უხდის მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის და ელჩებზე თავდასხმას ემიჯნება.

„ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია საელჩოებსა და ელჩებზე თავდასხმა. მინდა, მადლობა ვუთხრა იმისთვის, რასაც აკეთებენ და იმედი მაქვს, ამ მნიშვნელოვან გზას გააგრძელებენ, მათ შორის ქალბატონი დეგნანი და ბატონი ჰარცელი არიან ჩვენ ქვეყნის მეგობრები. მინდა მადლობა ვუთხრა მათ იმ საქმისა და იმ დიდი პასუხისმგებლობისთვის, რომელიც შეიძლება მათ არც ეკისრებოდათ, თავისი მანდატიდან გამომდინარე, მაგრამ ამას იღებენ საკუთარ თავზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

არამდგრადი პოლიტიკური ამინდის ფონზე, პარლამენტში სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. საპარალემნტო კომიტეტები თავმჯდომარეებსა და მოადგილეებს ირჩევენ.

თეგები: მეათე მოწვევის პარლამენტიოპოზიციის ბოიკოტიოპოზიციის პოზიცია

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

კომიტეტის სხდომას როცა ესწრები და პლენარულს არა, ცოტა უცნაური ბოიკოტია – იაგო ხვიჩია

ნოემბერი 22, 2021
770
მთავარი ამბავი

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

ივლისი 12, 2021
804
მთავარი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს წლიურ ანგარიშს 25 ივნისს წარუდგენს

ივნისი 16, 2021
793

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია