რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე 1 000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ Associated Press-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 28 იანვარს მოსკოვის საოლქო სასამართლომ ხიმკის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ალექსეი ნავალნის 30 დღით დაპატიმრების შესახებ ძალაში დატოვა.











