იმედი მაქვს, მესამე მოსმენითაც უახლოეს ხანებში იქნება ცვლილებები მიღებული, რითაც საფუძველი ჩაეყრება, რომ ქვეყანაში მრავალპარტიული პარლამენტი იყოს და მაჟორიტარების ფეოდალიზმი დასრულდება, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
„ოპოზიციური პარტიების ერთობამ, რომელიც შეიკრიბა შალვა ნათელაშვილის ოფისში, შეძლო ერთიანი პოზიციის დაფიქსირება, ერთად ბრძოლა. ეს ერთობა რომ არა, დღევანდელი არც კენჭისყრა იქნებოდა და არც შანსი იმისა, რომ ქვეყანაში ნორმალური არჩევნები ჩატარდეს. ამ ერთობამ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, აიძულა „ქართული ოცნება“, დათმობაზე წამოსულიყო, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით 115 ხმით მიიღო.
ნახეთ პოლიტიკური შეფასებები:
- მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმებიდან გავიდა
- „ნაციონალური მოძრაობა“ თავის განშტოებებით, ეს არის კრიმინალური და ანტიდასავლური ძალა – კობახიძე
- „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააძლიერა ქვეყნის სტაბილურობა, უსაფრთხოება და დემოკრატული განვითარება – თალაკვაძე
- კანონპროექტს საფრთხე აღარ ემუქრება – თამარ ჩუგოშვილი
პარლამენტში მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭს ორშაბათს უყრიან.











