ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძის სასამართლო პროცესი გადაიდო.
ე.წ. სასამართლო პროცესი ოკუპირებულ ცხინვალში 28 თებერვალს ჩაინიშნა.
ზაზა გახელაძეს ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავება: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.











