ოპოზიციურ ლიდერებს არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ იჭერენ. ეს არის სამწუხარო ამბავი, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
„ანალოგიურ საქმეზე, რაზეც ნიკა მელიაა დაკავებული, იყო დაკავებული ბესიკ თამლიანი, რომელსაც მე ვიცავდი. ვიცი, ამ საქმეში რა სტანდარტის მტკიცებულებები დევს. ვიცი, რომ ეს საქმე 20 ივნისის სხვა მონაწილეების საქმეების მსგავსად ვერავითარ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს და არის პოლიტიკურად მოტივირებული“, – განაცხადა იოსელიანმა.
დღეს დილით, 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.
ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.
დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა 21 აქტივისტი დააკავეს.
სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.
ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.
ნიკა მელიას დაკავების ფაქტის შესახებ დაიწერა საერთაშორისო მედიაშიც.










