ქალბატონი ჩარკვიანი უეგზოტიკურესი ფიგურა არის, მისი კანდიდატურა არც ერთი პარტიის მხრიდან, მათ შორის არც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არ განხილულა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს.
„დგანან და ელიან, მაგრამ, არა. რომელი კლასიკოსის სიტყვებია არ მახსოვს. რატომ არა? არ არის შეჯერებული, არც განხილულა არც ერთი პარტიის მხრიდან, მათ შორის არც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან და კოალიციის მხრიდან ეს კანდიდატურა არც განხილულა.
მე გითხარით, როგორი კანდიდატურები გვინდა. პირად სიმპატიებზე საერთოდ არაა ლაპარაკი. ქალბატონი ჩარკვიანი უეგზოტიკურესი ფიგურა არის, ამას ვაფასებ, მაგრამ აქ ლაპარაკია სხვა რაღაცაზე, რომ უნდა იყოს ისეთი კანდიდატი, რომელიც შეკრიბავს საპროტესტო ელექტორატს. ანუ, არ იქნება კარგი თუ ცუდი გაგებით კონტროვერსიული, თან რომელიც გამოხატავს მრავალფეროვნებას და ვწუხვარ, რომ ქალბატონი თაკო არ განიხილება“, – განაცხადა ბოკერიამ.
დაგაინტერესებთ:











