„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანაში „ლოქდაუნის“ გამოცხადება არ იგეგმება.
ირაკლი კობახიძე უარყოფს ინფორმაციას, რომ მთავრობა 2 ნოემბრიდან ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვების დაწესებას გეგმავს.
„ლოქდაუნის“ გამოცხადება არ იგეგმება. ეს არ არის სიმართლე. ქართველი ხალხი 31 ოქტომბერს ერთადერთ „ლოქდაუნს“ გამოუცხადებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, მთავრობა მომავალი კვირიდან „ლოქდაუნის“ გამოცხადებას გეგმავს.











