ყირგიზეთის პარლამენტის სპიკერი, მიკტიბეკ აბდილდაევი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აბდილდაევის განცხადებით, ის ერთ კვირაზე ნაკლებ დროში გადადგება.
ინფორმაციისთვის, ყირგიზეთის პრეზიდენტმა სოონბაი ჟეენბეკოვმა ბიშკეკში, ქვეყანაში არსებული მასობრივი არეულობების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომპანიამ, საპროტესტო ტალღის ფონზე, საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააუქმა.
საპარლამენტო არჩევნები ყირგიზეთში 4 ოქტომბერს გაიმართა. არჩევნებში სულ 16 პარტია მონაწილეობდა. 12-მა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა, რასაც საპროტესტო გამოსვლები და მღელვარება მოჰყვა. 7%-იანი ბარიერის გადალახვა მხოლოდ პროსახელისუფლებო პარტიებმა შეძლეს. აქციის მონაწილეები შედეგების გაუქმებასა და არჩევნების ხელახლა დანიშვნას მოითხოვენ.











