fbpx
14/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

არის თუ არა ეს სამხედრო გადატრიალების მცდელობა – რა ხდება სომხეთში (მიმოხილვა)

17:04 მარტი 1, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.5k
ნახვა

ბოლო რამდენიმე დღეა სომხეთში საპროტესტო აქციები არ წყდება. აქციებს მართავენ როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხარდამჭერები, რომლებიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ.

მოძრაობამ „სამშობლოს გადასარჩენად“ მორიგი აქცია დღეს, 1 მარტს 18:00 საათზე დააანონსა.

„ძვირფასო თანამემამულეებო!

თითოეული თქვენგანის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მონაწილეობით დავადასტურებთ იმას, რომ არ შევეგუებით ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის ერთი ადამიანის მიერ დემონტაჟს. ჩვენ მხარს დავუჭერთ არმიას, პრეზიდენტს და ბოლომდე დავიცავთ სახელმწიფოებრიობას. ამ მთავრობის წასვლა გარდაუვალია. გავაერთიანოთ ჩვენი ძალები“,- ნათქვამია მოძრაობა„სამშობლოს გადასარჩენად“  მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

|რა ხდება სომხეთში

სომხეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 25 თებერვალს ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა.

მანამდე, 24 თებერვალს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობიდან გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალი ტირან ხაჩატრიანი გაანთავისუფლა. თანამდებობიდან გათავისუფლებამდე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ტირან ხაჩატრიანმა გააკრიტიკა ნიკოლ ფაშინიანის განცხადება რუსული სარაკეტო კომპლექსის „ისკანდერის“ არაეფექტურობის შესახებ.

პრემიერ-მინისტრის ამ ნაბიჯის შემდეგ გენერალურმა შტაბმა განცხადება გამოაქვეყნა, მომხდარის შესახებ უკმაყოფილება გამოხატა და ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა.

„პრემიერ-მინისტრსა და მის მთავრობას გონივრული გადაწყვეტილებების მიღება აღარ შეუძლიათ. დიდი ხნის მანძილზე სომხეთის სამხედრო ჯარები მოთმინებით იტანდნენ მოქმედი მთავრობის შეტევებს, რომლის მიზანიც შეიარაღებული ძალების ცილისწამება იყო, მაგრამ ყველაფერს აქვს  საზღვარი“,- ნათქვამი იყო გენერალურმი შტაბის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ ფაშინიანის მთავრობამ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით „სერიოზული შეცდომები“ დაუშვა, რამაც ქვეყანა განადგურების პირას მიიყვანა.

ფაშინიანმა ეს განცხადება სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა და თანამდებობიდან გენერალური შტაბის უფროსის, ონიკ გასპარიანის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. მან საკუთარ მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა.

„ჯარი არ არის პოლიტიკური ინსტიტუტი და მცდელობები, ჩარიო ის პოლიტიკაში, მიუღებელია“,- ასე მიმართა ფაშინიანმა მხარდამჭერებს.

პრემიერ-მინისტრმა ოპოზიცია სალაპარაკოდაც მიიწვია და თქვა, რომ ქვეყანაში ნებისმიერი პოლიტიკური ცვლილება „მხოლოდ არჩევნების მეშვეობით“ უნდა განხორციელდეს. თუმცა, ოპოზიციის აქციები მთავარ მოედანზე მისი გადადგომის მოთხოვნით არ წყდება.

|როგორ გამოეხმაურა განვითარებულ მოვლენებს სარქისიანი

სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა, რომელსაც ქვეყანაში უფრო ფორმალური როლი აქვს, ორივე მხარეს საერთო პოზიციების გამონახვისკენ და სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდა.

ორმა სომხურმა ოპოზიციურმა პარტიამ კი ფაშინიანს მიმართა, ყველა ძალისხმევით აირიდოს ცივი ომი.

ასევე, სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქსიანმა უარყო პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ინიციატივა გენშტაბის ხელმძღვანელის გადაყენებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, განკარგულება ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

ამის შემდეგ, ფაშინიანმა განკარგულება პრეზიდენტს ხელახლა გაუგზავნა. ფაშინიანის თქმით, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება არანაირად არ უწყობს ხელს სიტუაციის განმუხტვას. პარალელურად სომხეთის მმართველ პარტიაში პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესაძლებლობაზე ალაპარაკდნენ. ამის შესახებ ფრაქცია „ჩემი ნაბიჯის“ წევრმა, ვაან ოვაკიმიანმა განაცხადა.

სომხეთის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის გადასაყენებლად პარლამენტის წევრთა ორი მესამედის მხარდაჭერაა საჭრო.

|საერთაშორისო გამოხმაურებები

სომხეთში მიმდინარე პროცესებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი გამოეხმაურა. ალიევის თქმით, სომხური არმია აღარ არსებობს და არც უნდა იარსებოს. ხოლო თუ ვინმეს რევანშისტული აზრები ექნება, ის „პირველი მიიღებს მუშტს“.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ომის შემდეგ დაიმსხვრა მითი, თითქოს სომხური საზოგადოება ერთსულოვანი იყო და ერთი მიზნის გარშემო იყვნენ გაერთიანებულნი. ომის შემდეგ კი მარცხს ყველა ერთმანეთს აბრალებს და ქვეყანა კრიზისში ჩაეფლო, ხოლო აზერბაიჯანი ამ დროს განვითარებას განაგრძობს.

„ჩვენ არასდროს მივცემთ იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ დაგვემუქრონ, საფრთხე შეუქმნან გათავისუფლებულ მიწაზე ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებას“, – თქვა ალიევმა.

სომხეთში განვითარებულ მოვლენებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუც გამოეხმაურა.

„თურქეთი მკაცრად გმობს სამხედრო გადატრიალების მცდელობას სომხეთში. ჩვენ ვეწინააღმდეგებით გადატრიალებებს და გადატრიალების მცდელობებს მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას. კავკასიამ სტაბილურობისა და მშვიდობის შანსი მოიპოვა, რომელიც ხელიდან არ უნდა იქნას გაშვებული“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით,  სომხეთში მიმდინარე მოვლენებს მოსკოვი ქვეყნის შიდა საქმედ მიიჩნევს.

„შეშფოთებით ვაკვირდებით სომხეთში ვითარების განვითარებას. ჩვენ ამას სომხეთის, როგორც კავკასიაში ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი და ახლო მოკავშირის, შიდა საქმედ მივიჩნევთ“, – აღნიშნა პესკოვმა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, თავშეკავება გამოიჩინონ და თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება, რამაც ესკალაცია შეიძლება გამოიწვიოს. შეიარაღებული ძალები პოლიტიკურ პროცესში არ უნდა ჩაერიონ“,- განაცხადა პრაისმა.

სომხეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა ევროკავშირიც.

„ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება სომხეთში განვითარებულ მოვლენებს. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, სიმშვიდე გამოიჩინონ და თავიდან აიცილონ ნებისმიერი რიტორიკა ან ქმედება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი ესკალაცია. პოლიტიკური უთანხმოებები მშვიდობიანად და საპარლამენტო დემოკრატიის პრინციპებისა და პროცესების მკაცრი დაცვით უნდა გადაწყდეს. სომხეთის კონსტიტუციის შესაბამისად, შეიარაღებულმა ძალებმა „უნდა შეინარჩუნონ ნეიტრალიტეტი პოლიტიკურ საკითხებში და სამოქალაქო კონტროლის ქვეშ იყვნენ“. დემოკრატიული და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნება ერთადერთი გზაა, რომლითაც სომხეთი შეძლებს ეფექტურად გაუმკლავდეს მის წინაშე მდგარ გამოწვევებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

|რა ხდებოდა სომხეთში მანამდე

აღსანიშნავია, რომ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოსახლეობა ჯერ კიდევ  მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზე აზერბაიჯანთან მოსკოვის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების გამო ითხოვდა.

კერძოდ, შეთანხმების შედეგად დადგინდა, რომ აღდამის რაიონი და ტერიტორიები, რომლებიც დაკავებული ჰქონდა სომხურ მხარეს გაზახის რაიონში, უბრუნდებოდა აზერბაიჯანულ მხარეს.

გადაწყვეტილება სომხეთში კაპიტულაციად აღიქვეს, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოყვა.

პუტინი-ალიევი-ფაშინიანის ხელმოწერილი დოკუმენტი: მხარეთა შეთანხმება და შედეგები დეტალურად

 

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენტო PTN.ge

 

თეგები: არეულობა სომხეთში

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ალიევი: დღეს სომხეთს ბოლო შანსი აქვს, აიხდინოს ოცნება რეალურად დამოუკიდებელ ქვეყანაზე

მაისი 20, 2021
879
მთავარი ამბავი

ლავროვის პოზიცია სომხეთს არ მოსწონს… მივა თუ არა აზერბაიჯანი-სომხეთის კონფლიქტი ომამდე – რა პროგნოზი აქვს მამუკა არეშიძეს

მაისი 20, 2021
1.4k
მსოფლიო

ფაშინიანმა გენშტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა

მარტი 10, 2021
818

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია