„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ხელმძღვანელი ზურა ჯაფარიძე ამნისტიის შესახებ მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს აფასებს.
როგორც ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ „ყველაფერი ჩამოირეცხოს“.
„რასაც ისინი აკეთებენ, ეს არის შეთანხმებიდან გასვლა. ოპოზიციამ უნდა გავიაროთ, ღირს თუ არა, რომ ჩვენი ალტერნატიული ვერსია დავარეგისტრიროთ, თუ საერთოდ ამასაც აზრი აქვს. თუ ერთიანი დოკუმენტი ვერ მივიღეთ, ჩემი აზრით ირღვევა შეთანხმება და არღვევს, რა თქმა უნდა „ქართული ოცნება”. შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში, რა იქნება ჩვენი შემდგომი მოქმედება, გადასაწყვეტია~,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ასევე დაგაინტერესებთ: რა განსხვავებაა ოპოზიციის და უმრავლესობის კანონპროექტებს შორის – დეტალები











