რუსებსა და თალიბებს შორის მოლაპარაკებებში მთავარი შუამავლის როლს ავღანელი კონტრაბანტისტი და ნარკომოვაჭრე რაჰმათულა აზიზი ასრულებდა. ინფორმაციას New York Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აზიზი, რუსული სამხედრო დაზვერვის მეშვეობით, რადიკალებს წლების განმავლობაში აფინანსებდა.
აზიზი რუსეთში გაიქცა. თუმცა, გამომძიებლებმა მის სახლში (ქაბულში) ნახევარი მილიონი დოლარი აღმოაჩინეს. Times- ის ცნობით, აშშ-ს კოალიციის ჯარისკაცის მკვლელობისთვის მას 100 000 დოლარამდე შესთავაზეს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე The New York Times-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რუსეთმა თალიბანს ავღანეთში ამერიკელი სამხედროების ლიკვიდაციისთვის საიდუმლოდ თანხის გადახდა შესთავაზა. ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ ეს გახდა რამდენიმე ამერიკელი ჯარისკაცის მკვლელობის მიზეზი. ამის შესახებ კი დონალდ ტრამპმა იცოდა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი აღნიშნულ ცნობებს ყალბს უწოდებს.











