fbpx
10/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„სააკაშვილივით უკან ყურება და ამ მეთოდებით ბრძოლა არის ზიანის მომტანი!“- გიგა ბოკერია

16:03 სექტემბერი 23, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
807
ნახვა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია, ენმ-ის მიერ ევროპული საქართველოსთვის ერთიანი სიის შეთავაზებაზე საუბრობს.

გიგა ბოკერიას თქმით, ერთიანი სიის შემოთავაზება იყო კვლავ ორპოლუსიანობისა და წრეზე ტრიალის პოლიტიკა. ბოკერიას თქმით, როგორც ივანიშვილის მმართველობა, ისე სააკაშვილის 2012 წლამდე პერიოდში ყურება არის ქვეყნისთვის ზიანის მომტანი.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ ენმ-ის მიერ გონივრული ნაბიჯი იქნებოდა რეგიონებში ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება, თუმცა როგორც ბოკერია ამბობს, სააკაშვილმა ეს მოლაპარაკება ჩაშალა და კვლავ ორპოლუსიანობა შეთავაზა საზოგადოებას.

„ეს პროცესი იყო საჯარო. მაჟორიტარებისა და რეგიონებზე შეთანხმების გადასაფარად, რაღაც ხრიკი იხმარეს და მაშინ ჯერ კიდევ და შემოგვთავაზა ისევ ორპოლუსიანობა ჩვენ და სხვა პარტიებსაც, რომ ერთიანი სია უნდა შევქმნათ თურმე და ეს ჩვენ საჯაროდ ვუარყავით, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ეს პოლიტიკა უნდა დავამთავროთ, რასაც ივანიშვილი და სააკაშვილი წარმოადგენს და პროპორციული არჩევნებისათვის იმიტომ იბრძოდა საზოგადოება და მათ შორის ევროპული საქართველო, რომ ყველა ამომრჩეველს ჰქონოდა თავისი არჩევანის შესაძლებლობა და არ დაკარგულიყო საპროტესტო ხმები.

გონივრული იყო რეგიონებში მაჟორიტარებზე შეთანხმება, ისევე როგორც თბილისში,ხოლო ეს ჩაშალა სააკაშვილმა და საჯაროდ მოხდა  ეს ყველაფერი და რაიმე ახალი აღმოსაჩენი არც აქ არ იყო. ჩვენთვის ყველა ეტაპზე მიუღებელი იყო ერთიან პოლიტიკურ ძალაში გაერთიანება სააკაშვილთან და მისი პრემიერობა და ეს იყო ცნობილი და ჩვენ ეს დავაფიქსირეთ არაერთხელ.  თუკი ენმ გამოიჩენდა პასუხისმგებლობას, ეს იქნებოდა ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება, ხოლო ეს ყველაფერი ჩაშალა სააკაშვილმა პირადად, თავისი ამბიციების გამო და უკან, 2012 წლამდე პერიოდში ყურების გამო.

ამიტომ, ჩვენ დღევანდელი მძიმე რეალობა, ივანიშვილის მმართველობა უნდა შევცვალოთ, მისი დარჩენა  ქვეყნისთვის იქნება კატასტროფა და ამავდროულად, სააკაშვილივით უკან ყურება და ამ მეთოდებით ბრძოლა არის ქვეყნისათვის მხოლოდ ზიანის მომტანი. იმის მაგივრად, რომ ჩვენ ვსაუბრობდეთ ქვეყანას როგორ გამოვიყვანთ კრიზისიდან და ევროპული საქართველო ამას აკეთებს ყოველთვის,სადაც ამის შესაძლებლობა არის,ხოლო სააკაშვილის და ივანიშვილის პროპაგანდა ცდილობს გვატრიალოს იგივე წრეზე, ეს კი უნდა შეიცვალოს.“ -განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში, განაცხადა რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის მოლაპარაკები მიმდინარეობდა, თუმცა ჩაიშალა. ამავე ეთერში, ინფორმაცია დაადასტურა „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ.

სააკაშვილი ასახელებს თანამდებობას, რასაც ერთიანი სიის შემთხვევაში „ევროპულ საქართველოს“ სთავაზობდა

თეგები: ოპოზიცია

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, კონსულტაციებს მართავს

დეკემბერი 3, 2021
765
პოლიტიკა

“ამ საძაგლობაში მონაწილეობას არ მივიღებთ”- ოპოზიციის ნაწილი მოსამართლეთა შესარჩევ კენჭისყრას ბოიკოტს უცხადებს

დეკემბერი 1, 2021
784
პოლიტიკა

ოპოზიციის ნაწილი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ინიციატივაზე უარს ამბობს

ნოემბერი 26, 2021
828

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია