ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის მეუღლე, ირმა ბუთხუზი აცხადებს, რომ სხვილოს ციხესთან აქტივისტების დაგეგმილ აქციას არ შეუერთდება.
ირმა ბუთხუზი აცხადებს, რომ ის არაა დარწმუნებული, რომ აქცია დადებითაც იმოქმედებს ზაზა გახელძის გათავისუფლებაზე.
„ვიცით, რომ დღეს საპროტესტო აქცია იმართება, რომელსაც არ ვუერთდებით. თავს ვიკავებთ, თუმცა, საჭირო თუ გახდა, არ გამოვრიცხავთ, რომ გარეთ გავიდეთ. ვერ ვიტყვი, რომ აქცია დადებითად იმოქმედებს, ვერც იმას ვიტყვი, რომ უარყოფითად.
ჩვენი გადასახედიდან რაღაცის თქმა ძნელია. როცა გწამს, რომ რაღაცას აკეთებ, გგონია, რომ ესაა ადამიანისთვის უპირველესი და აკეთებ სწორად, რამდენად სწორია ეს მეორე მხარისთვის, არ ვიცით. ველოდებით ადვოკატისგან ზარს. ველოდები, რომ ხვალ დამირეკავს და მეტყვის, რას აპირებს ზაზა, აპირებს თუ არა გასაჩივრებას. ეს იქნება ჩვენი მთავარი კითხვა და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს“, – აცხადებს ზაზა გახელაძის, მეუღლე ირმა ბუთხუზი „პირველ არხთან” საუბრისას.
ცნობისთვის, ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ სხვილოს ციხისკენ საპროტესტო მსვლელობას მართავს.











