fbpx
14/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საქართველო და მსოფლიო “წითელ ზონაში” – როგორ მართავენ ეპიდემიას სხვები და როგორ ვმართავთ ჩვენ

18:13 ოქტომბერი 26, 2020
წაკითხვის დრო:3 mins read
A A
0
1.7k
ნახვა

საქართველო ე.წ. მწვანე ზონიდან ე.წ. წითელ ზონაში სულ რამდენიმე კვირაში გადავიდა.

| რას ნიშნავს ეპიდემიის “წითელი ზონა” და ზოგადად,  “ინციდენტობის შუქნიშანი”  

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (ECDC) მიერ განსაზღვრული “იდენტობის შუქნიშნის” პრინციპი შემდეგნაირად განიმარტება:

  • “მწვანე ზონა” გულისხმობს ორკვირიან შუალედში 100 000 მოსახლეზე 10-მდე ინფიცირებულს;
  • “ყვითელი ზონა” გულისხმობს ორკვირიან შუალედში 100 000 მოსახლეზე 10-დან 30-მდე ინფიცირებულს;
  • “წითელი ზონა”  გულისხმობს ორკვირიან შუალედში 100 000 მოსახლეზე 30-ზე მეტ ინფიცირებულს;

 

ევროკომისიის მიერ შემუშავებული შუქნიშნის პრინციპის მიხედვით კი, ქვეყანა “წითელ ზონად” ითვლება, თუ:

  • კოვიდ -19-ზე ჩატარებული ტესტების 4%-ზე, ან უფრო მეტზე, პასუხი დადებითი იქნება;
  • 100 000 მოსახლეზე შემთხვევათა კუმულაციური რაოდენობა განვლილი 2 კვირის განმავლობაში 50-ს გადააჭარბებს;

ან

  • 100 000 მოსახლეზე შემთხვევათა კუმულაციური რაოდენობა განვლილი 2 კვირის განმავლობაში 150-ს გადააჭარბებს;

მწვანე ზონა

  • 100 000 მოსახლეზე შემთხვევათა კუმულაციური რაოდენობა განვლილი 2 კვირის განმავლობაში 25-ს არ აჭარბებს;
  • კოვიდ -19-ზე ჩატარებული ტესტების 4%-ზე მეტს ვირუსი არ დაუდასტურდება.

ყვითელ ზონად:

  • 100 000 მოსახლეზე შემთხვევათა კუმულაციური რაოდენობა განვლილი 2 კვირის განმავლობაში 50-ს არ აჭარბებს;
  • თუ კოვიდ -19-ზე ჩატარებული ტესტების 4%-ს ან უფრო მეტს ვირუსი დაუდასტურდება;

 

| მეორე ტალღა ევროპაში – რა შეგვიძლია ვისწავლოთ სხვა ქვეყნების მაგალითებიდან

საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა ბოლო კვირების განმავლობაში საგრძნობლად იმატა.  ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ახალი ანტირეკორდები ყოველდღიურად ფიქსირდება.

კორონავირუსი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას შეეხო – იმათაც, ვინც ეპიდემიის პირველ ტალღას ეფექტურად გაართვა თავი.

ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის მონაცემებით, 31 ქვეყანაში (საიდანაც ცენტრი მონაცემებს აგროვებს) ინციდენტობის მაჩვენებელი ( ინფიცირებულთა რიცხვი 14 დღეში 100 00 მოსახლეზე) ივლისის შუა რიცხვების შემდეგ პირველად, გასულ კვირას საგრძნობლად, 13-დან 250-მდე  გაიზარდა.

იმის მიუხედავად, რომ დღეს ჰოსპიტალიზაციის, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მიმართვიანობისა და გარდაცვალების რაოდენობა მარტის თვესთან შედარებით ნაკლებია, შემთხვევები მაინც ზრდადი მაჩვენებლით ხასიათდება.

ამან გარკვეულ ქვეყნებს ჯანდაცვის სფეროში სერიოზული პრობლემები უკვე შეუქმნა:

| საფრანგეთი

25 ოქტომბერს საფრანგეთში კორონავირუსის 52 000-მდე მეტი შემთხვევა და 116 გარდაცვალება დაფიქსიდა.

ქვეყნის 14-დღიანი ინციდენტობის მაჩვენებელი  521-მდე გაიზარდა.

ინციდენტობის მაჩვენებელი – ანუ, 2 კვირაში 100 000 მოსახლეზე – 521 შემთხვევა დაფიქსირდა.

| რეგულაციები

საფრანგეთში კორონავირუსის სწრაფად გავრცელების გამო, 9 ქალაქში ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.

კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე მოქმედებს. კომენდანტის საათი ვრცელდება პარიზსა და კიდევ რვა ქალაქში: რუანი, ლილი, სენტ-ეტიენსი, ლიონი, გრენობლი, მონპელიე, მარსელი და ტულუზა.

ამასთანავე, საფრანგეთში არსებული მდგომარეობის გამო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც ძალაში 17 ოქტომბრიდან შევიდა.

პარიზთან ერთად, 4 ქალაქი, „მაქსიმალური სიფრთხილის“ ზონად გამოცხადდა – დაიხურა ბარები და რესტორნები, შეკრებებზე ადამიანების რაოდენობა 10-მდე შეიზღუდა. პარიზსა და მის მიმდებარე რაიონებში 11 წლის ასაკიდან ქუჩაში სახის დამცავი ნიღბების გამოყენება სავალდებულო გახდა.

სკოლები ფუნცქიონირებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ. დაშვებულია რეგიონებს შორის ტრანსპორტით გადაადგილებაც.

| გერმანია

გერმანიაში მარტის თვეში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ევროპის მრავალი ქვეყნისგან განსხვავებით, დაბალი იყო. თუმცა, გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში გერმანიაში ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი დღეში 5 250-დან 13 500-მდე გაიზარდა.

ე.წ.ინციდენტობის მაჩვენებელი  – 128.

| რეგულაციები

20 ოქტომბრიდან ბერხტესგადენის რაიონში 2-კვირიანი “ლოქდაუნი” გამოცხადდა. ასევე, დაიხურა სკოლები, რესტორნები. ადამიანებს სახლიდან გასვლა მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებში შეუძლიათ.

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში რესტორნებისა და ბარებისთვის კომენდანტის საათი დაწესდა – 23:00 საათიდან 06:00 საათამდე ყველა რესტორანი და ბარი დაიხურება. ქვეყანაში შეკრების ლიმიტი 10 ადამიანამდე შემცირდა.

ანგელა მერკელმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

იმ ადგილებში, სადაც კორონავირუსის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, ფესტივალები, კონცერტები და სპორტული ღონისძიებები წლის ბოლომდე გადაიდო.

30 სექტემბრიდან მაღალ-რისკ ჯგუფში მყოფი ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანები 14 დღე თვითიზოლაციაში გადადიან.

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმა 50 ევროა.

 

| ესპანეთი

 პირველი ტალღის დროს დაზარალებული ესპანეთი კვლავ კრიზისის წინაშე დგას. ესპანეთი დასავლეთ ევროპის პირველი ქვეყანა გახდა, სადაც კორონავირუსის შემთხვევებმა მილიონს გადააჭარბა. თუმცა, როგორც ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი აცხადებს, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რეალური მაჩვენებელი სამ მილიონს აღწევს.

|რეგულაციები

დღეს, 26 ოქტომბერს ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა ხელმეორედ გამოცხადდა, დაწესდა კომენდანტის საათი, რომელიც 23 საათიდან დილის 6 საათამდე იმოქმედებს.

მანამდე:

22 ოქტომბრიდან ნავარის რეგიონში ნაწილობრივი “ლოქდაუნი” მოქმედებს. ბარები და რესტორნები დახურულია. ხალხის გადაადგილება იზღუდება.

კატალონიის რეგიონში ნაწილობრივი “ლოქდაუნი” 15 ოქტომბრიდან მოქმედებს.

8 ოქტომბერს კი, ესპანეთის მთავრობამ მადრიდში 15-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მადრიდიდან გასვლა ან ქალაქში შესვლა დაშვებულია მხოლოდ საჭირო მიზეზების შემთხვევაში. ბარები და რესტორნები 23:00-ზე იკეთება. შეკრების ლიმიტი 6 ადამიანია.

ქვეყანაში პირბადის ტარება (ტრანსპორტში, შენობებში) სავალდებულია ყველასთვის – 6 წლის ასაკიდან.

 

| იტალია

იტალია კორონავირუსის პირველი ტალღის დროს ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა. 23 ოქტომბერს ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ახალი ანტირეკორდი – 19 000 შემთხვევა დაფიქსირდა.

ე.წ. 14-დღიანი ინციდენტობის მაჩვენებელი  – 240

|რეგულაციები

იტალიის მთავრობამ 25 ოქტომბერს ახალი შეზღუდვების დაწესები შესახებ განაცხადა. 18:00 საათიდან ბარებსა და რესტორნებს მხოლოდ მიტანის მომსახურების შეთავაზება შეეძლებათ.

ადამიანების შეკრების ლიმიტი 6-მდე შემცირდა.

კონფერენციების, კონცერტებისა და ფესტივალების ჩატარება შეჩერებულია.

პირბადის ტარება სავალდებულოა გარე სივრცეებშიც.

 

| ბელგია

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვითარება “კონტროლიდანაა გამოსული”.

ე.წ. 14-დღიანი ინციდენტობის მაჩვენებელი  – 1, 115

|რეგულაციები

19 ოქტომბრიდან ქვეყანაში დაკეტილია ბარები და რესტორნები. დაწესდა კომენდანტის საათი. 20:00 საათის შემდეგ ალკოჰოლის გაყიდვა აიკრძალა.

რესტორნებს მომხმარებლებისთვის მიტანის სერვისის შეთავაზება 20:00-მდე შეუძლიათ. მთავრობა ბიზნესს დახმარებას დაჰპირდა.

დასაქმებულების უმეტესობა მუშაობას დისტანციურად აგრძელებს.

| ჩეხეთი

ვირუსის პირველ ტალღას ჩეხეთმა თავი საკმაოდ კარგად გაართვა თავი. თუმცა, ახლა ქვეყანაში სიტუაცია საგრძნობლად არის შეცვლილი.

ე.წ. 14-დღიანი ინციდენტობის მაჩვენებელი  1, 210-ია.

|რეგულაციები

ჩეხეთი პირველი ქვეყანაა ევროპაში, რომლემაც ფართომასშტაბიანი “ლოქდაუნი” გამოაცხადა. ისეთი, როგორიც ქვეყანაში მარტის თვეში იყო.

სკოლები, მაღაზიები, გარდა სურსათისა, 3 ნოემბრამდე იკეტება.

ადამიანებს სახლიდან გასვლას მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებში შეძლებენ.

| შვედეთი

შვედეთმა, რომელიც მსოფლიოში ანტი-ლოქდაუნის სტატეგიითაა ცნობილი, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები დააწესა.

|რეგულაციები

ქვეყანაში 50 ადამიანზე მეტის შეკრება აიკრძალა. მთავრობამ 70 წელს გადაცილებულ მოსახლეობას თვითიზოლაციის წესების დაცვისკენ მოუწოდა.

თუმცა, ბარები, რესტორნები, მაღაზიები, სპორტული დარბაზები ქვეყანაში კვლავ ღიაა.

პირბადის ტარება სავალდებულო არ არის.

შვედეთში  კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა იზრდება, თუმცა არა ისე მკვეთრად, როგორც ევროპის სხვადასხვა ნაწილში.

 

| საქართველო

დღეს საქართველოში კორონავირუსის 30 303 შემთხვევა და 215 გარდაცვალების ფაქტი ფიქსირდება. ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად საგრძნობლად  იზრდება.

 

დადასტურებული შემთხვევების მზარდი დინამიკის მიუხედავად, როგორც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ განიხილავს. მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება არ დგას.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კი არ გამორიცხავს, რომ ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდეს. ასევე, რამდენიმე დღის წინ გამყრელიძემ თქვა, რომ დედაქალაქში შემთხვევების მატების მიუხედავად, მასშტაბური შეზღუდვები არ დაწესდება.

 

შეგახსენებთ, დღეისათვის საქართველოში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შემდეგი დადგენილებები მოქმედებს:

• ქორწილების, ქელეხების, იუბილეების და სხვა სოციალური ღონისძიებების გამართვა კვლავ იკრძალება;

• თეატრების, კინოთეატრებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა ერთი თვით გადავადდა. აღნიშნული ობიექტები 15 სექტემბრიდან უნდა გახსნილიყო.

• 10 სექტემბრიდან სპორტული და კულტურული ღონისძიებები, რომელშიც 200 ადამიანზე მეტი მონაწილეობს, იკრძალება.

200 კაციანი შეზღუდვა საარჩევო აგიტაციას და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს არ ეხება.

 

ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენტო PTN.ge

თეგები: ევროპის ქვეყნებირეგულაციებიწითელი ზონა

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

გაერთიანებულმა სამეფომ საქართველო ე.წ. „წითელი სიიდან“ ამოიღო

ოქტომბერი 8, 2021
792
მთავარი ამბავი

საფრანგეთმა საქართველო წითელი ზონის ქვეყნების სიაში შეიყვანა

აგვისტო 28, 2021
777
საზოგადოება

საკოორდინაციო საბჭოზე დამატებით ღონისძიებებზე იმსჯელებენ

აგვისტო 23, 2021
1.1k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია